Monday, October 28, 2019
Saturday, October 26, 2019
რეფლექსია
დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ერთობლივად
განვახორციელეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
თემაზე: „როგორ გავაუმჯობესოთ მათემატიკური
უნარები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში თამაშის
მეთოდის გამოყენებით“, 2018-2019 სასწავლო
წლის მეორე ნახევარში. საკითხის აქტუალურობა
წარმოვაჩინეთ და კვლევის მიზნად დავისახეთ:
·
თამაშის არსის განსაზღვრა და თამაშის მეთოდების
სწავლების ეფექტურ მეთოდად წარმოჩენა.
·
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მათემატიკური
უნარ-ჩვევების განვითარებაში
პრობლემების აღმოჩენა და
თამაშის მეთოდების გამოყენებით მისი აღმოფხვრის
გზების მოძიება.
დასახული მიზნების
მიღწევაში, საჭირო მონაცემების
შეგროვებასა და გაანალიზებაში
მეხმარებოდა კვლევის შერჩეული
მეთოდები. მშობლებისგან და
მოსწავლეებისგან გამოკითხვით დავაზუსტე
მათემატიკის სწავლასთან
დაკავშირებული სირთულეების მიზეზები და
გამოვავლინე,რომ მოსწავლეები
თამაშით და ცოცხალი
მაგალითებით უფრო იმახსოვრებენ და
გააზრებულად სწავლობენ რიცხვებს,
ანგარიშს, მოქმედებების სწორად გამოყენებას
და ა.შ.
ჩემი მოსწავლეებიდან მეორე
სემესტრის დასაწყისისთვის მათემატიკის საგნის
ძირითად კომპეტენციებში: რიცხვები და
მათზე მოქმედებები, მარტივი ტესტური
ამოცანები, რიცხვების შედგენილობა,
კანონზომიერების აღმოჩენა და
გავრცობა, გროვებად დაჯგუფება და
შედარების გაკეთება,
ფიგურების დახასიათება, ცოდნას
ვერ ამჟღავნებდა 67%. სწავლებაში
თამაშის მეთოდებით მასალის დასწავლის
შედეგად დონე გაიზარდა
და სასწავლო წლის
დასასრულისთვის საშუალოზე მაღალ
დონეზე თავი გაართვა
წინანდელთან შედარებით უფრო
დიდმა ნაწილმა, შესაბამისად
დაიწია იმ მოწავლეების
რიცხვმა (19%-მდე), რომლებმაც ადრე
დაბალი უნარები გამოამჟღავნეს.
კვლევა ადასტურებს
რომ, განხორციელებულმა ინტერვენციებმა შედეგი
მოგვცა და ეს მისი წარმატებაა.
მშობლებმა პედაგოგიურ
მეთოდებზე ინფორმაციები მიიღეს, რეკომენდაციებით და მითითებებით
კმაყოფილება გამოხატეს და შვილების
დახმარებისთვის უფრო მოემზადნენ.
განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია პედაგოგებისთვის მაგალითის მიმცემია. მათ გააცნობიერეს, რომ თამაშებმა მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები გააუმჯობესეს. პედაგოგებმა მოისმინეს და ნახეს, როგორ
შევარჩიე მე ( ჩვენ) საკვლევი
თემა, რა მასალები შევაგროვე, რა კუთხით და როგორ
ვაწარმოე მათი გაანალიზება და შედარება. საჭიროებისას ჩემი
და ჩემი თანამონაწილე
მკვლევარი მასწავლებლის რუსუდანის
გამოცდილებას თამაშის
მეთოდებით სწავლა-სწავლებაზე
თვითონაც გამოიყენებენ პრაქტიკაში.
ჩემი პედაგოგიური კვლევა ჯდება სათანადო ფორმატში, გამართლებულია თემის აქტუალობა და მუშაობის
სტილი და ვთვლი,
რომ ის იმსახურებს დადებით შეფასებას.
Subscribe to:
Posts (Atom)